უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს
“უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბუდაპეშტში უკრაინის ელჩი დაიბარა, რათა პროტესტი გამოეხატა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში უხეში და უსირცხვილო ჩარევის გამო”,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა და დასძინა, რომ მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ უკრაინელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის მთავრობამ უნგრეთის არჩევნებში „უსირცხვილო და აშკარა ჩარევა“ განიზრახეს, რათა შედეგებზე გავლენა მოახდინონ.
“ცხადია, მათ სურთ ამ არჩევნებში ოპოზიციური “ტიზას“ პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფა. დღეს ჩვენ ნათლად განვუცხადეთ ბუდაპეშტში უკრაინის ელჩს, რომ უნგრეთი არ მოითმენს მის საპარლამენტო არჩევნებში უკრაინის ჩარევას. ჩვენ არ მოვითმენთ უკრაინის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა მან.
სიიარტომ აღნიშნა, რომ კიევი ცდილობს უნგრული ოპოზიციის მხარდაჭერას, რადგან თუ ის ხელისუფლებაში მოვა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მწვანე შუქს მისცემს.
“ბრიუსელს უნგრეთი ომში ჩაითრევს და დათანხმდება უნგრელი ხალხის ფულის უკრაინული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის გამოყენებას”,- განაცხადა მინისტრმა.