“ველოდები დებატების დაწყებას, რადგან ჩვენთვისაც, როგორც მმართველი ძალისთვის, ეს აუცილებელი პირობაა და აუცილებელი ფაქტორი, რათა იყოს პოლიტიკური პროცესი” – წილოსანი

“ველოდები დებატების დაწყებას, რადგან ჩვენთვისაც, როგორც მმართველი ძალისთვის, ეს აუცილებელი პირობაა და აუცილებელი ფაქტორი, რათა იყოს პოლიტიკური პროცესი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ის მედიასივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნების შესახებ პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა.

„ჩვენ არ ვირჩევთ ოპონენტს, თუმცა ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ – პარტია, რომელიც ჩვენივე საკონსტიტუციო სარჩელით გვინდა რომ აიკრძალოს და ამის სამართლებრივი, ყველანაირი ლოგიკური დასაბუთება გვაქვს, არც ეს პარტიები და არც მათი წარმომადგენლები ჩვენთვის ოპონენტები არ არიან. ესენი არიან დამნაშავეები კონსტიტუციის წინაშე და ისინი უნდა აიკრძალონ.

მედიასაშუალებები, რომლებიც ნამდვილად რომ ეთიკის და სხვადასხვა აუცილებელ წესზე დაყრდნობით უზრუნველყოფენ დებატებს, დარწმუნებული ვარ, თავადვე განსაზღვრავენ ოპონენტებს.

მოუთმენლად ველოდები დებატების დაწყებას, რადგან ჩვენთვისაც, როგორც მმართველი ძალისთვის, ეს აუცილებელი პირობაა და აუცილებელი ფაქტორი, რომ იყოს პოლიტიკური პროცესი“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები