ლევან მახაშვილი – იმედია, უკრაინის ელჩის დანიშვნა მათი პოლიტიკის გადააზრება იქნება, რომ მცდარი იყო და აუცილებელია საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება
“იმედია, უკრაინის ელჩის დანიშვნა მათი პოლიტიკის გადააზრება იქნება, რომ მცდარი იყო და აუცილებელია საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„პირველ რიგში, უკრაინის ახალი ელჩის ჩამოსვლას უნდა დაველოდოთ. კერძოდ, იმას თუ რა ნაბიჯებს გადადგამს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. დიდი იმედი გვაქვს, ის იმ მტრულ პოლიტიკას არ გააგრძელებს, რაც მის ხელისუფლებას საქართველოში ჰქონდა, რა მიზნითაც წინა ელჩი გაიწვიეს, როგორ ცდილობდნენ ურთიერთობების დაძაბვას და რუსეთის თამაშებში ქვეყნის შეთრევას. იმედია, ეს პროცესები ასე არ იქნება. იმედია, ელჩის დანიშვნა მათი პოლიტიკის გადააზრება იქნება, რომ მათი პოლიტიკა მცდარი იყო და საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაა აუცილებელი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.