ლევან მაჭავარიანი: თუ მიკერძოებული აზრი არსებობს კანონების მიმართულებით, ეს არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დასაცავად

“თუ მიკერძოებული აზრი არსებობს კანონების მიმართულებით, ეს არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დასაცავად,”- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის გამკაცრება შეკრება-მანიფესტაციასთან დაკავშირებით, ერთ რამეს ემსახურება – თუ მომიტინგეების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქუჩა გადაკეტონ, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაკეტონ.

“თუ მიკერძოებული აზრი არსებობს კანონების მიმართულებით, ეს არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დასაცავად. ვიხილეთ რაღაც ტიპის კომენტარები ანტი LGBT-ე კანონის წინააღმდეგ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი იდენტობის დასაცავად.
გამკაცრებული ზომები, რომელიც ჩვენ მივიღეთ შეკრება-მანიფესტაციასთან დაკავშირებით, ერთ რამეს ემსახურება – თუ მომიტინგეების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქუჩა გადაკეტონ, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაკეტონ. თუ ვიღაც სპეციალურად ცდილობს, ტროტუარზე გამვლელებს ხელი შეუშალოს მოძრაობაში, მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, დანარჩენი ყველას უფლება დაცულია შეკრებასთან დაკავშირებით.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოვიდეს, აპროტესტოს რაც სურთ, მათ ხელს არავინ უშლის, თუ ისინი ცდილობენ მშვიდობიანად კანონის ფარგლებში გამოხატონ თავის პროტესტი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს გააკეთოს საქართველოში.
ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი პოლიციელები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მით უმეტეს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ამ დასკვნის გამოტანა ძალიან იოლია”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები