“ჩვენ ვხედავთ რეალურ სივრცეს, სადაც შეიძლება, რომ ფასები შემცირდეს” – ლევან მაჭავარიანი
“ჩვენ ვხედავთ რეალურ სივრცეს, სადაც შეიძლება, რომ ფასები შემცირდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
როგორც დეპუტატი განმარტავს, აუცილებლად ბიზნესის ჩართულობით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი ხელშეუხებელია “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში და ეს ასეც დარჩება.
“თუმცა, აქ უკვე შემოდის სოციალური პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა, ბიზნესმა მოგება უნდა ნახოს, მაგრამ ეს მოგება არ უნდა ნახოს იმის ხარჯზე, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, შეიძინონ სასურსათო პროდუქცია გაურთულონ ცხოვრება, შესაბამისად რაღაც ოქროს შუალედია დასაჭერი. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ ამ შუალედის დაჭერას, რადგან სივრცეს ვხედავთ, სადაც შეიძლება ფასები შემცირდეს”, – ამბობს მაჭავარიანი.