“რადიკალურ ოპოზიციაში, ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, მრავლად გამოჩნდნენ ისეთები, ვისთვისაც დებატები მიუღებელია” – მაჭავარიანი
“დებატები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი და დებატების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით, პოლარიზაცია დაიწევს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
როგორც მაჭავარიანი განმარტავს, დებატების შემთხვევაში, მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, რომ ორივე მხარეს მოუსმინონ და, მოსმენილი არგუმენტების საფუძველზე, გამოიტანონ დასკვნები.
“ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციაში, ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, მრავლად გამოჩნდნენ ისეთები, ვისთვისაც დებატები მიუღებელია. ეს სიურპრიზი არ არის, ვინაიდან საზოგადოების თვალში ნათლად გამოჩნდება, რომ მათ მხარეს არანაირი სიმართლე არ დგას. შესაბამისად, ძალიან შეშინებულები არიან და რაღაც უაზრო მიზეზებით ცდილობენ, ეს ყველაფერი თავიდან აირიდონ,” – ამბობს მაჭავარიანი.