სირიის პრეზიდენტი მოსკოვში პუტინს შეხვდება

სირიული მედიის ცნობით, სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მოსკოვს ეწვევა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

„სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ოთხშაბათს მოსკოვს ეწვევა და თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სირიის ლიდერი ბოლოს მოსკოვს ოქტომბრის შუა რიცხვებში ეწვია. მაშინ პუტინმა და ალ-შარაამ ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

ეს შეხვედრა რუსეთსა და სირიას შორის პირველი მაღალი დონის კონტაქტი იყო არაბულ რესპუბლიკაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები