Axios-ის ცნობით, ტრამპი ირანზე სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობას კვლავ განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ირანზე სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობაზე საუბრობს, – ამის შესახებ Axios-ი თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.
„თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავდასხმა კვლავ ვარიანტია, მიუხედავად იმისა, რომ [ირანში] საპროტესტო აქციები ძირითადად ჩახშობილია“, – წერს პორტალი.