ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა.

განკარგულება, რომელიც 26 იანვარს გამოიცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„დაინიშნოს მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად“, – წერია უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2022 წელს იგორ დოლგოვმა ქვეყანაში დიპლომატიური მისია დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები