“გეოგრაფიულად ისეთ ადგილზე მდებარე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მშვიდობიანი და წარმატებული განვითარებისთვის მთავარი არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა” – კოტე ჟღენტი

“გეოგრაფიულად ისეთ ადგილზე მდებარე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მშვიდობიანი და წარმატებული განვითარებისთვის მთავარი არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – ამის შესახებ ”ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა და მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, კოტე ჟღენტმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ეს უსაფრთხოება მრავალი ნაწილისგან შედგება.

“საქართველო დამოუკიდებლად თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას რომ ვერ შეძლებს, ეს ნათელია. ამისთვის ჩვენ გვჭირდება მოკავშირეები.

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თუ ვინმე დამისახელებს ვინ იყო ჩვენი ძირითადი მოკავშირე საქმით და არა სიტყვებით, რომელიც ამ პერიოდში საქართველოს რეალურად გვერდში ედგა, მაშინ შეგვიძლია სხვანაირად ვისაუბროთ.

ჩვენი ძირითადი საფრთხე ისევ მოდის რუსეთისგან, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის ნაწილი. თუ ვინმე მეტყვის, რომ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია ან სხვა ზესახელმწიფო, რომელიც საქართველოს დაეხმარება უსაფრთხოების დაცვაში, რომელიც საქართველოს გულისთვის დაუპირისპირდება რუსეთს, მაშინ სხვაგვარად ვისაუბრებთ.

არცერთი ქვეყანა და არცერთი პოლიტიკური გაერთიანება არ აპირებს, რომ ჩვენი უსაფრთხოების გულისთვის რუსეთს დაუპირისპირდეს. ასეთი რამ არ მომხდარა და არც მოხდება. ამიტომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე საჭიროა სხვანაირი გამოსავალი ვიპოვოთ.

ჩვენ ვართ იმ მიდგომის მომხრე, რომ ჩვენი რეგიონი და ქვეყანა მსოფლიოს წამყვანი ძალის და ცენტრების დაპირისპირების რეგიონიდან გადაიქცეს თანამშრომლობის, მოლაპარაკებების, დიპლომატიური გზებით გადაწყვეტილებების მიღების რეგიონად“, – აღნიშნა ჟღენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები