გაბუნია – ჰელსინკის კომისიის შეხვედრაზე: ეს შეხვედრა წყალს ასხამს იმ რადიკალების წისქვილზე, რომლებიც ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას
“ეს შეხვედრა წყალს ასხამს იმ რადიკალების წისქვილზე, რომლებიც ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას და წარმოადგენს ერთგვარ მხარდაჭერას”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ჰელსინკის კომისიის, 28 იანვარს ჩანიშნულ შეხვედრაზე საუბრისას განუცხადა.
შეხვედრაზე „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი საქართველოზე ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება.
როგორც გაბუნია აცხადებს, ლორა თორნტონი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციის.
„ის წლების განმავლობაში ამ ფუნქციით იყო დატვირთული. შესაბამისად, 28 იანვარს ჩანიშნული შეხვედრა თუ როგორ წარიმართება, საზოგადოებისთვის ადვილად მისახვედრია.
ეს წყალს ასხამს იმ რადიკალების წისქვილზე, რომლებიც ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას და წარმოადგენს ერთგვარ მხარდაჭერას ამ რადიკალური პროცესებისა“, – აღნიშნავს გაბუნია.