ლევან მახაშვილი: რეალურად, ჰელსინკის კომისია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი სხვა ქვეყნებში ხელების ფათურისთვის

“რეალურად, ჰელსინკის კომისია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი სხვა ქვეყნებში ხელების ფათურისთვის”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, ჰელსინკის კომისია თავის ფუნდამენტურ მანდატს არღვევს.

„ჰელსინკის კომისია თავის დროზე შეიქმნა სწორედ საერთაშორისო სამართლის იმ ათი ძირითადი ფუნდამენტის პატივსაცემად, რომელთაგან ერთ-ერთი, მათ შორის არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტში ჩარევისგან თავშეკავება.

დღეს რასაც აკეთებს ჰელსინკის კომისია, პირდაპირ არღვევს თავის ფუნდამენტურ მანდატს. რეალურად, ჰელსინკის კომისია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი სხვა ქვეყნებში ხელების ფათურისთვის.

ყველა ასეთი მოსმენა, რომელიც ჩატარებულა გასული წლების განმავლობაში, ემთხვეოდა ან რაღაც ისეთ მოვლენას, რაც აქ ოპოზიციას წაადგებოდა, ან როდესაც არანაირი დღის წესრიგი არ ჰქონდათ, არანაირი სათქმელი აღარ ჰქონდათ, მაშინ მაშველ რგოლად ატარებდნენ ხოლმე მოსმენას, რომ კიდევ ერთხელ დამაზიანებელი განცხადებები გაეკეთებინათ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები