“დღეს გაეროში იმართება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა საქართველოსთან დაკავშირებით – ჟენევაში უკვე იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
როგორც დარახველიძემ განმარტა, დღევანდელ განხილვაში 110 სახელმწიფო გეგმავს მონაწილეობის მიღებას.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია 110 სახელმწიფო გეგმავს დღევანდელ განხილვაში მონაწილეობას. ჩვენ მზად ვართ თითოეულ მათ შეკითხვას და რეკომენდაციას გავცეთ ამომწურავი და დეტალური პასუხები. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის ფორმატში დიალოგს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.