აშშ-ში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე მყოფი პირების მდგომარეობა უცნობია
აშშ-ში, მენის შტატში, ბენგორის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენისას, Bombardier Challenger 650-ის ტიპის ბიზნეს-ჯენერმა, რომლის ბორტზეც რვა ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა,- ამის შესახებ CNN ავრცელებს ინფორმაციას.
ტელეარხის წყარო აღნიშნავს, რომ თვითმფრინავში მყოფთა მდგომარეობა უცნობია. აეროპორტი დაკეტილია.
„ავარია მოხდა ჩრდილო-აღმოსავლეთში ძლიერი თოვის დროს. მენში ტემპერატურა ნულზე გაცილებით დაბალია, ხოლო თოვლი ხილვადობას ძალიან ცუდს ხდის“, – აღნიშნავს CNN.
ფედერალური ჩანაწერების თანახმად, თვითმფრინავი ჰიუსტონში დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზეა რეგისტრირებული. ავარიის გამოძიებას ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) და ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო (NTSB) ჩაატარებენ.
LiveATC.net-დან მოპოვებული აუდიოჩანაწერის თანახმად, ბანგორის აეროპორტში დისპეტჩერები და პილოტები ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე განიხილავენ ცუდ ხილვადობასა და ყინულის გალღობის ოპერაციებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ვის ესაუბრება.