ქადაგიშვილი – პროდუქტებზე ფასების შემცირებაზე: შესაძლოა, რაიმე სახის საკანონმდებლო ჩარევაც იყოს ამ პროცესში საჭირო

“ფასნამატის წარმოქმნა, ასევე, როგორ ხდება ამის გაშიფვრა, რამდენად არის რეზერვი ან არის თუ არა რაიმე კარტელური ხასიათის შეთანხმებები – სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობს შესაბამისი კომისია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი პროდუქტებზე ფასების შემცირებაზე საუბრისას აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, შესაძლოა, რაიმე სახის საკანონმდებლო ჩარევაც იყოს ამ პროცესში საჭირო.

“ამოცანა მიღწევადია და ამასთან დაკავშირებით კომპლექსური საკითხები არის გადასაწყვეტი, ამიტომაც, პარლამენტის ჩართულობაც მნიშვნელოვანია. შესაძლოა, რაიმე სახის საკანონმდებლო ჩარევაც იყოს ამ პროცესში საჭირო”, – განმარტავს ირაკლი ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები