ზელენსკიმ განაცხადა, რომ Patriot-ის რაკეტებთან დაკავშირებით, დავოსში ტრამპთან შეთანხმებას მიაღწია 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

„გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს… პრეზიდენტ ტრამპთან ერთი საათი გავატარე. და მივიღე — არ ვიტყვი რამდენი — PAC-3 რაკეტა „პატრიოტისთვის“. ვიცი, ამ რაკეტებიდან, ამ პაკეტიდან რამდენჯერ გაუძლებს უკრაინა ბალისტიკურ დარტყმებს“, – თქვა ზელენსკიმ.

მანვე დასძინა, რომ ამერიკის პრეზიდენტთან საუბარი „გლობალურ საკითხებზე“ იყო ორიენტირებული, თუმცა ამავდროულად, შესაძლებელი იყო იმ საკითხის მოგვარება, რომელიც დავოსში მოგზაურობის მიზანს წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები