აბუ-დაბიში რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების პირველი სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს
აბუ-დაბიში უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.
მანამდე კრემლმა დაადასტურა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით პარასკევს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გაიმართებოდა
რუსულ მოლაპარაკებათა ჯგუფს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის უფროსი იგორ კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს, სამმხრივი სამუშაო ჯგუფის უკრაინულ ნაწილს კი ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი – რუსტემ უმეროვი.