ესპანეთი ღაზას საკითხთან დაკავშირებულ „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ღაზას სამშვიდობო საბჭოდან გასვლის შესახებ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილება გამოაცხადა,- ამის შესახებ სამეფოს კაბინეტის პრესსამსახურმა განაცხადა.

სანჩესმა გამოაცხადა ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, არ მიეღო მონაწილეობა საბჭოში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს პოზიცია ასახავს მადრიდის ერთგულებას მრავალმხრივი წესრიგის, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს სისტემის მიმართ.

„არ დაგვავიწყდეს, რომ პალესტინის მომავალი მთლიანად პალესტინელებმა უნდა განსაზღვრონ, ხოლო ისრაელთან მისი მშვიდობიანი და უსაფრთხო თანაარსებობის მომავალი, პირველ რიგში, ისრაელმა და პალესტინამ უნდა გადაწყვიტონ, დიალოგის პროცესის ფარგლებში, რომელიც ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის განხორციელებას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები