ავსტრიის დაზვერვის ყოფილ ოფიცერს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

ვენის საოლქო სასამართლოს წინაშე წარდგა კონსტიტუციის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური ოფისის (BVT) ყოფილი თანამშრომელი ეგისტო ოტი.

პროკურატურის ცნობით, ის რუსეთის სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და მექრთამეობაში იყო ჩართული.

თავად ოტი ყველა ბრალდებას შეთითხნილს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ავსტრიის უსაფრთხოების ძალებში შიდა დაპირისპირების მსხვერპლია. მან ადრე განაცხადა, რომ აპირებდა ჩვენების მიცემას და სისტემაში არსებული დარღვევების გამოაშკარავებას.

„ეგისტო ოტი, ამჟამად უკვე დაშლილი კონსტიტუციის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური ოფისის (BVT) ყოფილი თანამშრომელი, ვენის რეგიონული სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას ბრალი ედება რუსეთის სასარგებლოდ საიდუმლო სადაზვერვო საქმიანობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. ოტი კატეგორიულად უარყოფს მრავალ ბრალდებას და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს“, – იუწყება ავსტრიული მედია.

ბრალდების თანახმად, ოტი, BVT-ის თანამშრომლად მუშაობისას და მოგვიანებით, შეჩერებული პოლიციის თანამშრომლის სტატუსით, აგროვებდა კონფიდენციალურ ინფორმაციას პირების შესახებ და, სავარაუდოდ, გადასცემდა მას რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებთან დაკავშირებულ პირებს. თუმცა, ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი რამდენიმე კვირას გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები