იუნკერი: ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის
ევროკავშირი არ არის და არ უნდა იყოს აშშ-ის მონა,- ამის შესახებ ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.
იუნკერის თქმით, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს საკუთარი, დამოუკიდებელი პოლიტიკური და საგარეო კურსი და არ უნდა იმოქმედოს მხოლოდ რომელიმე გლობალური ძალის გავლენით.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელსაც საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლია.
ყოფილი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ტრანსატლანტიკური პარტნიორობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ევროპამ დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება უნდა დათმოს.