თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თავდაპირველად ავტომობილით შეეჯახა რკინის ბარიერს, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოვიდა და დანით იმუქრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ორი დანით იყო შეიარაღებული და პოლიციელს ეუბნებოდა: „არ მომიახლოვდეთ, თორემ თავს მოვიკლავ“.