თენგიზ შარმანაშვილი: პატიმრების გარშემო ვინც არიან სხვები, უმეტესწილად გარეთ არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პატიმრები არც კი დაფიქრდნენ რაიმე შემხვედრი ნაბიჯის გადადგმაზე და ამაზე უზარმაზარი თანხები იხარჯება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა.

მანვე აღნიშნა, რომ „რადიკალები პატიმრების მაგივრად ლაპარაკობენ“ და არ აძლევენ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას. შარმანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მშობლები და მათი ახლობლები კარგად დაფიქრდებიან, თუ ვინ მიიყვანა მათი შვილები ამ მდგომარეობამდე.

„როდესაც ღირსებისკენ მიდრეკილება არ გაქვს ამას ვერავინ ჩამოგიყალიბებს. როცა შენ გულწრფელად გინდა რაღაცის გაკეთება რა თქმა უნდა, ამ რადიკალიზმისკენ და ამ ნაბიჯისკენ არ უბიძგებ. პირიქით, გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ მას გაუადვილო სწორი ნაბიჯის გადადგმა. ახლა ეს რადიკალები ამ პატიმრების მიმართ რა აკეთებენ? – მათ მაგივრადაც ლაპარაკობენ და ეუბნებიან, რომ აზრადაც კი არ მოგივიდეს თავში რამე შემხვედრი ნაბიჯი გადადგა, ისეთი ნაბიჯი, სადაც იტყვი, რომ კარგი რაც იყო მოხდა, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ ძალადობრივი გზით პოლიტიკურ მოღვაწეობას და შეიძლება მე შენი ოპონენტი ვიყო, მაგრამ ძალადობაზე უარს ვამბობო. ამის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ, ამაში მილიონებს ხარჯავენ, ფული იხარჯება იმისთვის, რომ არცერთმა ადამიანმა არ გაბედოს და არ გადადგას სწორი ნაბიჯი, არ გადადგას ნაბიჯი ეროვნული ინტეგრაციისკენ, შეთანხმებისკენ და ამას დიდი ხანია აკეთებენ.
პრეზიდენტი არ არის შეზღუდული არავის მოსაზრებით, როდესაც ამ ჰუმანურ აქტს გამოსცემს. შეიძლება ვინმესთან გასაუბრება მოინდომოს,მაგრამ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, თავისია. აქ ლაპარაკია იმაზე, როგორ იქცევიან ამ პატიმრების გარშემო სხვები. პატიმრების გარშემო ვინც არიან სხვები, უმეტესწილად ისინი გარეთ არიან დაყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პატიმრებიარც კი დაფიქრდნენ რაიმე შემხვედრი ნაბიჯის გადადგმაზე და ამაზე უზარმაზარი თანხები იხარჯება. ახლა დაიწყებენ მორიგი ტყუილების კასკადს. ხან მომწამლავ ნივთიერებას იტყვიან, ხან იმას იტყვიან, რომ თითქოს ხელისუფლებამ უთხრა მშობლებს, მიდით ციხის კარებთან, დაელოდეთ და გამოვუშვებთ, ამდენ ტყუილს და პერფორმანსებს დადგამენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი ამომრჩეველი არ ტყუვდება. არაუშავს მიხვდებიან,როცა საჭირო იქნება მაშინ და მე მაინც იმედი მაქვს, რომ თვითონ ეს მშობლები და მათი ახლობლები კარგად დაფიქრდებიან ვინ მიიყვანა მათი შვილები ამ მდგომარეობამდე“- განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები