ნინო წილოსანი – ფასების შემცირებაზე: შესაძლოა, ამას დასჭირდეს როგორც საკანონმდებლო რეგულაციები, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე გარკვეული ჩარევა

“შესაძლოა, ამას დასჭირდეს როგორც საკანონმდებლო რეგულაციები, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე გარკვეული ჩარევა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა სურსათზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის მუშაობაზე საუბრისას განაცხადა.

“ამ მოკვლევის ფარგლებში, ჩვენ უნდა დავადგინოთ, რით არის გამოწვეული ფასების ისეთი ნამატი, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა – რიგ შემთხვევებში, 80%-ს აღწევს ეს ნამატი და როგორ შეგვიძლია, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის გაიაფდეს პროდუქტები. შესაძლოა, ამას დასჭირდეს როგორც საკანონმდებლო რეგულაციები, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე გარკვეული ჩარევა, თუმცა ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, რამდენადაა შესაძლებელი “კარტელურ” გარიგებებს ჰქონდეს ადგილი,” – აცხადებს ნინო წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები