დონეცკის აეროპორტში მაკარევიჩის სიმღერა აჟღერდა (ვიდეო)

ცნობილი ავტომრბოლელი, ტელეჟურნალისტი და მომღერალი ალექსეი მოჩანოვი დოენცკის აეროპორტს ეწვია. მოჩანოვმა „კიბორგებს“, რომლებიც აეროპორტს იცავენ, ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა, ღამით კი ტერმინალის კედლებში ანდრეი მაკარევიჩის სიმღერა „ცხოვრების არსი“ შეუსრულა. ამის შესახებ თავად მოჩანოვმა ფეისბუქის საშუალებით განაცხადა.
„ვიმღერეთ სიმღერა ტერმინალში. მადლობა ანდრეი მაკარევიჩს „ცხოვრების არსისთვის“ , – დაწერა მოცანოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალში დონეცკის აეროპორტის გმირებზე ფილმის გადაღებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის აეროპორტს თავდაპირველად სპეცრაზმელები, სადესანტო და მექანიზებული ბრიგადები იცავდნენ. მოგვიანებით მათ სპეცოპერაციების ბრიგადა და მოხალისეთა ბატალიონი შეუერთდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=gAA1tiuCiMc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები