ტრამპი: მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ახლა ნატო საერთოდ არ იარსებებდა – ის ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებოდა

President of the United States Donald Trump speaking at the 2025 Conservative Political Action Conference (CPAC) at the Gaylord National Resort & Convention Center in National Harbor, Maryland. Please attribute to Gage Skidmore

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ნატოს გადარჩენაში გადამწყვეტი როლი სწორედ მისმა პოლიტიკამ ითამაშა.

ტრამპი ამტკიცებს, რომ არცერთ სხვა პრეზიდენტს ან კერძო პირს ნატოსთვის იმაზე მეტი არ გაუკეთებია, რაც თავად გააკეთა.

მისი თქმით, რომ არა ის, ალიანსი დღეს არსებობას აღარ გააგრძელებდა.

„არცერთ ადამიანს და არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ნატოსთვის იმაზე მეტი, ვიდრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ახლა ნატო საერთოდ არ იარსებებდა! ის ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებოდა. სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები