საქართველოს პრეზიდენტი ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, როდესაც სარკინიგზო შემთხვევას ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ“, – წერს ყაველაშვილი X-ზე.
ცნობისთვის, 18 იანვარს მალაგიდან მადრიდში მიმავალი სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავარდა და საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავ შემადგენლობას შეეჯახა. სარკინიგზო ავარიის შედეგად დაიღუპა 39 ადამიანი, ხოლო 152 – დაშავდა.