დევიდ ქემერონს თავს დაესხნენ (ვიდეო)
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ ქემერონს თავს დაესხნენ. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ქემერონი ქალაქ ლიდსში ადგილობრივი საქალაქო საბჭოს შენობიდან გამოდიოდა. უცნობმა მამაკაცმა პრემიერზე თავდასხმა სცადა, თუმცა მას ქემერონის დაცვის სამსახურმა შეუშალა ხელი. თავდამსხმელი ადგილობრივი მოსახლე აღმოჩნდა. მან სცადა, დევიდ ქემერონს შეხებოდა, თუმცა თავდამსხმელს ხელი ჰკრეს, რის შემდეგაც პოლიციაში წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მალევე გაათავისუფლეს, რადგან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, – წერს news.sevas.com.-ი.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=J7ohURQ82Ic” width=”560″ height=”315″]