“გზის სავალი ნაწილის გარდა, მუშავდება ფეხით სავალი ნაწილები, გაჩერებები, მიწისქვეშა გადასასვლელები და კიბეები” – “თბილსერვის ჯგუფის” გენერალური დირექტორი

“ტექნიკა მობილიზებულია. ჯამურად, 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა და 150 ცოცხალი ძალაა გამოსული, რომელიც მორიგეობს. ასევე, მსუბუქი მანქანები გვყავს გამოყვანილი ქუჩებში, რომლებიც ათვალიერებენ ისეთ მონაკვეთებს, რომლებიც სასწრაფო დამუშავებას საჭიროებს”, – ამის შესახებ “თბილსერვის ჯგუფის” გენერალური დირექტორი, გიორგი პაპავა აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, ქუჩების დამუშავება ხორციელდება როგორც ტექნიკური მარილით, ისე – გაწმენდის საშუალებით.

“გზის სავალი ნაწილის გარდა, მუშავდება ფეხით სავალი ნაწილები, გაჩერებები, მიწისქვეშა გადასასვლელები და კიბეები. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი 20 იანვრის გამთენიამდე დარჩება მობილიზებული, რადგან, პროგნოზის მიხედვით, 20-ში, დილის 10:00 საათამდე ინტენსიური თოვაა გამოცხადებული”, – აცხადებს პაპავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები