იაპონიამ და ჩრდილოეთ კორეამ, 10 -წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი მოლაპარაკებები გამართეს

იაპონიის და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ფხენიანში, 10 -წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრაზე რამდენიმე ათეული წლის წინ იაპონელი მოქალაქეების გატაცებაზე იყო საუბარი. შეგახსენებთ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას ტოკიო ფხენიანს აკისრებს.
თავად ჩრდილოეთ კორეაც აღიარებს, რომ 1970-80 წლებში მისმა აგენტებმა 13 იაპონელი გაიტაცეს. ფხენიანის მტკიცებით, იპონელები იმისთვის გაიტაცეს, რომ მათ ფხენიანის სპეცსამსახურების აგენტებისთვის ტრენინგები იაპონურ ენასა და კულტურაში ჩაეტარებინათ. მოგვიანებით 5 იაპონელი სახლში გაუშვეს. დანარჩენი იაპონელი კი, ფხენიანის განცხადებით, გარდაიცვალა.
ტოკიოში ამ განცხადებების არ სჯერათ. ოფიციალური პირების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ გაცილებით მეტი იაპონელი გაიტაცა.
ცნობისთვის, იაპონიას და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნია – ძირითადად, ამ კონფლიქტის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები