ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: 4 ოქტომბრის გეგმები რომ გამოსვლოდათ, ერთმანეთს გადაასწრებდნენ იმის ბაქიბუქში თუ ვინ დაგეგმა და განახორციელა ეს რევოლუცია

“4 ოქტომბრის გეგმები რომ გამოსვლოდათ, ერთმანეთს გადაასწრებდნენ იმის ბაქიბუქში, თუ ვინ დაგეგმა და განახორციელა ეს რევოლუცია. როდესაც ეს გეგმები ჩაუვარდათ, ახლა ერთმანეთს ასწრებენ, რომ ერთმანეთი და ეს გეგმები უარყონ,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ოპოზიციის წევრებზე საუბრისას განაცხადა.

„თავისთავად ფაქტია, რომ ამ დღისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ. ყველა მათი ჩანაფიქრი იყო გაშიფრული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად იმუშავა გამორჩეულად კარგად, რამაც მოგვცა საშუალება, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციები აღარ მოხდება და ეს ტალღა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები