“საქართველო პატარა სახელმწიფოა და, როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება, ვიზრუნოთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე” – ქადაგიშვილი

“საქართველო პატარა სახელმწიფოა და, როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება, ვიზრუნოთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა საკითხს, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ვაჭრობისთვის ქვეყნებს საბაჟო სანქციებს უწესებს.

„ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესია, ეროვნული მიზნები არ დავაზიანოთ. საკუთარი თავის გარდა არავის იმედი არ გვაქვს. სანდუს ჰქონდა რაღაცის იმედი აქ, 4 ოქტომბრის მანიფესტანტებს მოუწოდებდა, გაილაშქრეთო და დღეს აცხადებს, ჩემს ქვეყანას სხვა ქვეყანას შევუერთებო. ჩვენ ასეთი იმედით არ ვცხოვრობთ. ჩვენი თავის იმედით ვცხოვრობთ. ვიმოქმედებთ ისე, როგორც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში იქნება. ეს მთავრობის გადასაწყვეტია, მთავრობა გეტყვით და ამ საკითხზე მთავრობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ნანახი გვაქვს ტრამპის განცხადება სხვადასხვა ქვეყნის მიმართ ამა თუ იმ ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით. მერე იწყება მთელი როგი გამონაკლისები, იმას არ ეხება და ამას არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს შესაბამისი მომზადების, ინფორმაციისა დაზუსტების შედეგად“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები