“როდესაც ვიღაც დაიწყებს საქართველოს კრიტიკას სასამართლო ხელისუფლების თუ ადამიანის უფლებების მიმართ, საკუთარ მდგომარეობას უნდა გადახედონ კარგად” – ქადაგიშვილი

“პოლონეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მას აქვს მწვავე დაპირისპირება ევროკავშირთან, სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით. ამის გამო, პოლონეთს დაფინანსება ჰქონდა ევროკავშირისგან შეჩერებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, სწორედ ამიტომ, როდესაც ვიღაც დაიწყებს საქართველოს კრიტიკას სასამართლო ხელისუფლების თუ ადამიანის უფლებების მიმართ, საკუთარ მდგომარეობას უნდა გადახედონ კარგად.

“ეს ფაქტები – პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორი რომ ითხოვს თავშესაფარს უნგრეთში, ამის ერთ-ერთი მაგალითია.

მიმდინარეობს პირდაპირი პოლიტიკური დევნა მარი ლე პენზე. იციან, რომ მომავალ არჩევნებში ის და მისი პოლიტიკური ძალა, დიდი ალბათობით, საფრანგეთში იქნება, როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო ლიდერი. მათთვის დასაშვებია ყველაფერი, მაგრამ საქართველოსთვის თითიდან გამოწოვილი მიზეზებიც კი თავდასხმისათვის გამოიყენება”, – ამბობს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები