იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ბოტსვანას რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან და ფინანსთა მინისტრთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ბოტსვანას რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან და ფინანსთა მინისტრთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბექა ძამაშვილმა, ლანა მორგოშიამ და გიორგი დგებუაძემ დელეგაციის წევრებს იუსტიციის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იუსტიციის სახლის კონცეფციამ, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილებამ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, მათ შორის ციფრული მმართველობის და სახელმწიფო სერვისების მიწოდების განვითარების პროცესში. საუბარი ასევე შეეხო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, ბიზნესზე ორიენტირებულ სერვისებსა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებს.
შეხვედრის შემდეგ, ბოტსვანას რესპუბლიკის დელეგაცია სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში გაეცნობა.