“არაბების მიმართ გუბაზ სანიკიძის ზიზღმა განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია, თუმცა, მისგან ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან მას ქართველებიც ეზიზღება” – წილოსანი

“არაბების მიმართ გუბაზ სანიკიძის ზიზღმა განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია, თუმცა, მისგან ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან მას ქართველებიც ეზიზღება და, როგორც ჩანს, ადამიანების მიმართ მისი დამოკიდებულება ასეთია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა გუბაზ სანიკიძეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, არანაირი მეჩეთის აშენებაზე საუბარი არ არის.

„ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც უცხოელებს, მათ შორის არაბებსაც შეეძლება ისეთივე რეგულაციებით და წესებით იყიდოს ბინები, როგორც მათ შეუძლიათ ახლაც. „იგლ ჰილსთან“ დაკავშირებით რა აზრიც გუბაზ სანიკიძეს და მის მიმდევრებს უნდა გამოეტანათ, ეს არის ამ პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის და სწორედ ეს არის, რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან და ებრძვიან“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები