ესტონეთში მე-9 კლასელმა მოსწავლემ გაკვეთილზე პისტოლეტიდან გასროლით მასწავლებელი მოკლა (ფოტოკოლაჟი)

 

    ესტონეთის ქალაქ ვილიანდის პაალალინის სკოლაში მკვლელობა მოხდა. მეცხრე კლასის მოსწავლემ გაკვეთილის მიმდინარეობისას მასწავლებელი პისტოლეტიდან გასროლით მოკლა.
გარდაცვლილი გერმანული ენის პედაგოგი ქალბატონი 56 წლის ენე სერაპი გახლდათ, რომელიც 2007 წელს ვილიანდის რაიონის საუკეთესო მასწავლებლის წოდები დააჯილდოეს.
დამნაშავე 15 წლის მოზარდი ამ დროისთვის დაკავებულია. სკოლის დირექტორის აავო პალოს თქმით მოსწავლისათვის აქამდე არანაირი კრიმინალური მიდრეკილება არ შეუნიშნავთ.
მომხდარის გამო სკოლას და გარდაცვლილის ოჯახს ქვეყნის პრემიერმა ტაავი რივასმა და პრეზიდენტმა ტომას ილვესმა მწუხარება გაუზიარეს.

10155061_540350016108685_7799005275511367547_n

10393158_540350072775346_7041658560117158308_n

10639685_540350046108682_7047640782145565190_n

8959_540350006108686_5951750860852437511_n

1470155_540350099442010_7122137715034414401_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები