რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, ლევან სანიკიძემ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მამა დაალაპარაკა
“როგორც ჩანს, ლევან სანიკიძემ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მამა დაალაპარაკა,” – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თინა ბოკუჩავას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია გაუქმებულია.
„ჩვენი საზოგადოება უკვე ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს პარტია უკვე დიდი ხანია არის გაუქმებული და სერიოზულად არაფერს აღარ აღიქვამს, რაც „ნაცებთან“ არის დაკავშირებული. მათ დაიმსახურეს, რომ იყვნენ ასეთ მძიმე მდგომარეობაში. რაც დრო გავა კიდევ უფრო მეტად დავინახავთ, რომ „ნაცები“ იქნებიან განადგურებული ქართულ პოლიტიკურ ველზე. ისინი პროპაგანდობას უწევდნენ ძალადობას საზოგადოების მიმართ და ღალატს საკუთარი სამშობლოს მიმართ. უსამშობლოები ყოველთვის მძიმედ ამთავრებენ”,- აღნიშნა იონათამიშვილმა.