მათიკაშვილი – დიდ ბრიტანეთზე: კარგი იქნება, თუკი ცოტა ღრმა ანალიზით იქნება ეს ქვეყანა დაკავებული და ცალკეული პირები ასე ფეხქვეშ არ გაეგებიან „დიფ სთეითის“ სურვილებს

“წერონ და იკითხონ დიდ ბრიტანეთში – კარგი იქნება, თუკი ცოტა ღრმა ანალიზით იქნება ეს ქვეყანა დაკავებული და ცალკეული პირები ასე ფეხქვეშ არ გაეგებიან „დიფ სთეითის“ სურვილებს და არ გახდებიან მათი ნება-სურვილის აღმსრულებლები”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვით დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრი, ფილ ბრიკელი 8 იანვრის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოწოდებით გამოვიდა.

„ეს ძალმომრეობა და ტყუილები ხომ პირველი არ არის?! ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად ყველა სასამართლო პროცესი აქვს მოგებული და სასამართლო გადაწყვეტილების ფონზეც კი „დიფ სთეითი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბანკები გააკოტროს. არ აინტერესებს არაფერი, ის ფუნდამენტური საბანკო მოცემულობა, თუ პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დიდი ხანია ევროკავშირში არსებობს. ყველაფრის განადგურების ფონზე მაინც, რა თქმა უნდა, ცდილობს, ბატონ ბიძინაზე მოახდინოს ზეწოლა და ისეთი გადაწყვეტილებები მიაღებინოს, რაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. დიდი ხანია, რაც ის არაფორმალური სანქცირების პირობებში იმყოფება. ამიტომ რა გითხრათ?! წერონ და იკითხონ დიდ ბრიტანეთში. კარგი იქნება, თუკი ცოტა ღრმა ანალიზით იქნება ეს ქვეყანა დაკავებული და ცალკეული პირები ასე ფეხქვეშ არ გაეგებიან „დიფ სთეითის” სურვილებს და არ გახდებიან მათი ნება-სურვილის აღმსრულებლები სრულიად უკანონო, უსამართლო საერთაშორისო სამართლისგან დაცლილ მოცემულობებში, სადაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ ვის მხარესაა სიმართლე,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები