“ამაზე ვსაუბრობთ წლების განმავლობაში, რომ ჩვენი შიდა თუ გარე საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებდნენ ჩვენს ოპოზიციას, შესაბამისად, იმავეს ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია” – ირაკლი ჭეიშვილი
“[საერთაშორისო ორგანიზაციები] მხოლოდ ერეოდნენ ჩვენ შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ისინი მართავდნენ გარე ოპოზიციურ ძალებს, მიმდინარე პროცესებს, არეულობებს, დესტაბილიზაციას და რევოლუციის მცდელობებს საქართველოში – მაგას კრძალავს ამერიკის შეერთებული შტატები”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების საკითხს ეხმაურება.
“თუ ჰარმონიული ურთიერთობა აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რეალურად, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ერევა და არ ქმნის პრობლემას, რატომ ტოვებს?!
ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ წლების განმავლობაში, რომ ჩვენი შიდა თუ გარე საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებდნენ ჩვენს ოპოზიციას, შესაბამისად, იმავეს ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია”, – ამბობს ჭეიშვილი.