“ფაქტია, ვენეციის კომისიამ თავის ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელის ბიუროკრატიისათვის” – გია ვოლსკი

“ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ახალი ადმინისტრაციის პრაგმატულ ხედვას გამოხატავს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების საკითხს ეხმაურება.

კერძოდ, ვოლსკის განმარტებით, “უშველებელი თანხები იხარჯება სხვადასხვა ორგანიზაციაში, თუმცა, შედეგი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის არ არის ისეთი მნიშვნელობის მქონე, რომელიც შეიძლება, ამართლებდეს იმ ხარჯებს, რაც ამერიკის ბიუჯეტიდან გადის”.

“ჩვენ მიმართაც სერიოზული პრეტენზიები ჰქონდათ იგივე ვენეციის კომისიას. როდესაც ჩავუღრმავდით საკითხს, დავინახეთ, რომ ჩამოყალიბდა ბერკეტი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც თავის პოლიტიკური შეხედულებები აქვს მარტა კოსს, კაია კალასს თუ იუკნევიჩიენეს.

ფაქტია, ვენეციის კომისიამ თავის ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელის ბიუროკრატიისათვის”, – ამბობს ვოლსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები