პარიზში ალიევის და სარქისიანის შეხვედრა გაიმართა

 

      პარიზში ფრანსუა ოლანდის ინიციატივით სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა. თავდაპირველად ალიევი და სარქისიანი საფრანგეთის პრეზიდენტს პირისპირ ცალ-ცალკე შეხვდნენ, რის შემდეგაც OSCE-ს მინსკის ჯგუფთან ერთად კავკასიური ქვეყნების პრეზიდენტების სამხრივი შეხვედრა შედგა.
სამხრივ შეხვედრას მინსკის ჯგუფის შემდეგი წარმომადგელები: იგორ პოპოვი, პიერ ანდრიე და ჯეიმს უორლიკი ესწრებოდნენ.
პარიზის შეხვედრის მიზანი – ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ივნის-აგვისტოში მომხდარი კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარების მცდელობა გახლავთ. ამ დროისთვის სამხრივი შეხვედრა დასრულებულია, ეს ინფორმაცია თავის ტვიტერზე სომხეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა არმან საგატელიანმა გაავრცელა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ზაფხულის თვეებში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ეს მხარეთა რიგით მესამე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა 4 სექტემბერს ნიუპორტში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის მონაწილეობით გაიმართა. მეორე კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით სოჭში გამართული შეხვედრა გახლდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები