ტრამპის ადმინისტრაციამ იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ის ვიზის სანაცვლოდ საგარანტიო თანხის სახით 15 000 დოლარამდე გადახდა მოუწევთ, 25 სახელმწიფო დაამატა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ის ვიზის სანაცვლოდ საგარანტიო თანხის სახით 15 000 დოლარამდე გადახდა მოუწევთ, 25 სახელმწიფო დაამატა.
ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვრცელდება.
უმეტესად, სიაში აფრიკის, ლათინური ამერიკის და სამხრეთ აზიის ქვეყნები მოხვდნენ.
„ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მოგზაურობს ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთის მიერ გაცემული პასპორტით და რომელსაც სხვაგვარად აქვს B1/B2 ვიზის მიღების უფლება, ვალდებულია წარადგინოს საგარანტიო თანხის სახით 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარის ოდენობის ფინანსები“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სიაში სულ 38 ქვეყანაა მოქცეული.