კარლ ბილდტი: ტრამპს ევროპა საერთოდ არ ადარდებს – სამწუხაროდ, ევროპელები კვლავ იკვებებიან ილუზიებით ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ

იტალიურ გაზეთ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ „ტრამპს ევროპა საერთოდ არ ადარდებს“.

„ტრამპს ევროპა საერთოდ არ ადარდებს. ჩვენ ეს ვიცოდით, ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაც ამას ნათლად ადასტურებს. სამწუხაროდ, ევროპელები კვლავ იკვებებიან ილუზიებით ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ: თითქოს ყველაფერი არც ისე ცუდადაა და შეიძლება გამოსწორდეს. სინამდვილეში კი, ტრამპი, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში ვიხილეთ, არის ნამდვილი ტრამპი“, – აღნიშნა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

„ევროპული რეაქცია კი ისეთია, თითქოს არაფერი იციან: ზოგიერთები, მაგალითად კალასი და ფონ დერ ლაიენი, ამბობენ, რომ საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იყოს, თუმცა ვერ ბედავენ თქმას, რომ ის დაირღვა. მელონი კი საერთოდ აცხადებს, რომ ქმედება ლეგიტიმური იყო, რადგან მას თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები