ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე ნიუ-იორკის სასამართლოში მიიყვანეს
ვენესუელის გადაყენებული პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი ნიუ-იორკის სასამართლოში მიიყვანეს.
მადურო დღეს ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარდგება, სადაც მას ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.
როგორც CNN-ი წერს, ვენესუელის ლიდერი და მისი მეუღლე ბრუკლინის საგამოძიებო იზოლატორიდან გაძლიერებული დაცვის ქვეშ, ჯერ ვერტმფრენით, შემდეგ კი ჯავშანტექნიკით გადაიყვანეს.