დანიის პრემიერ-მინისტრი ტრამპს მოუწოდებს, გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა შეწყვიტოს

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა შეწყვიტოს.

„აბსოლუტურად აზრი არ აქვს აშშ-ის მიერ გრენლანდიის მიტაცების აუცილებლობაზე საუბარს. აშშ-ს არ აქვს უფლება, დანიის სამეფოს სამი ერიდან რომელიმეს ანექსია მოახდინოს“, – აღნიშნა მეტე ფრედერიკსენმა.

დანიის მთავრობის მეთაურმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპის ერთ-ერთი თანაშემწის, სტივენ მილერის მეუღლემ – კეიტი მილერმა – Twitter-ზე გრენლანდიის რუკა გამოაქვეყნა, რომელიც სიტყვა „მალე“-სთან ერთად ამერიკის დროშის ფერებში იყო გამოსახული.

„მკაცრად მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირის და სხვა ქვეყნისა და სხვა ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ არ იყიდებიან“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები