ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აშშ-ის მთავრობას თანამშრომლობა შესთავაზა

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას „თანამშრომლობის დღის წესრიგზე“ მუშაობა შესთავაზა.

როგორც მან სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, დღის წესრიგი მიზნად ისახავს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ერთობლივ განვითარებას, რათა გაძლიერდეს საზოგადოების მდგრადი თანაარსებობა.

როდრიგესის თქმით, ვენესუელა პრიორიტეტს მიანიჭებს აშშ-თან და რეგიონთან ბალანსირებულ და პატივისცემაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებისკენ სვლას.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპ: ჩვენი ხალხი და ჩვენი რეგიონი იმსახურებს მშვიდობას და დიალოგს და არა ომს. ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გზავნილი და ეს არის მთელი ვენესუელის გზავნილი ახლა. ვენესუელას აქვს მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება“, – განაცხადა როდრიგესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები