აფეთქებას ბაღდადში 24 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქში „კამიკაძის“ მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 24 სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ბაღდადის ხელისუფლება აცხადებს. როგორც მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, აფეთქება ბაღდადის სამხრეთით გაისმა. მანქანა, რომელსაც „კამიკაძე“ მართავდა, საგუშაგოს დაეჯახა და აფეთქდა. ყველა დაღუპული მუსლიმი-შიიტი იყო. ანალიტიკოსების აზრით, ერაყში აფეთქებების გახშირება „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების „ბოევიკების“ შეტევებთან არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები