სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა.

სუს-ის ცნობით, შესაბამის ბრძანებას, რომელიც საგარეო დაზვერვის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, უწყების უფროსმა მამუკა მდინარაძემ ხელი მოაწერა.

“დაზვერვის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სახელმძღვანელო დოკუმენტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დასახული მიზნები და ამოცანები ხელს შეუწყობს სააგენტოს განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას.

სამოქმედო გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის საკვანძო სფეროებს და რისკებზე რეაგირების ინსტრუმენტებს მოიცავს.

შეხვედრაზე მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიშიც მოისმინა. სუს-ის უფროსმა თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და სააგენტოს მიმართ სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები