“დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში” ტერორისტების ტყვეობიდან 8 სექს-მონა გაათავისუფლეს

“დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ტერორისტების ტყვეობიდან ნარკოდამოკიდებულების მძიმე ფორმის მქონე 8 სექს-მონა გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონები ძალით მიაჩვიეს ნარკოტიკებს. ამჟამად გათავისუფლებულები მკურნალობის კურსს ხარკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიან.
crime.in.ua-სთვის ცნობილი გახდა, რომ „ბოევიკების“ სექსუალურ ტყვეობაში არასრულწლოვანი გოგონაც იმყოფებოდა. მას ახლა შეუსრულდა 16 წელი. ექიმების თქმით, ყველა გოგონას, ვენერიული დაავადებების „სტანდარტული“ ნაკრების და ფსიქოლოგიური ტრავმის გარდა, ნარკოდამოკიდებულების მძიმე ფორმა აღმოუჩნდა.
„ერთ-ერთმა გოგონამ აღიარა, რომ დღე-ღამის განმავლობაში მათ 30-მდე „ბოევიკი“ ჰყავდათ“, – ამბობს ექიმი.
მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ლუგანსკში ტერორისტებმა სახლიდან 2 გოგონა მოიტაცეს. „ბოევიკებს“ ისინი ერთ-ერთი უნივერსიტეტის შენობაში ჰყავდათ, მათზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები