თურქეთში მოსწავლეთა მასობრივი მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა

თურქეთის ჩანაქკალეს პროვინციაში სკოლის მოსწავლეების მასობრივი ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, – ამის შესახებ პროვინციის ადმინისტრაციამ განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, ეზინის რაიონში მდებარე გოგონათა საერთო საცხოვრებელში 55 მოსწავლიდან 26 ჭამის შემდეგ შეუძლოდ გახდა. თავბრუსხვევითა და გულისრევის ჩივილებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, 19 მათგანი გაწერეს, ხოლო კიდევ შვიდი სტუდენტი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები