სერგეი ლავროვი: მოსკოვი მზადაა უკრაინის არჩევნები აღიაროს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მოსკოვი მზადაა მათი შედეგები აღიაროს. „როგორც ჩანს, ეს არჩევნები შედგა, თუმცა უკრაინი მთელ ტერიტორიაზე არა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ არჩევნებს ვაღიარებთ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ბოლოს და ბოლოს გაჩნდეს ხელისუფლება, რომელიც ერთმანეთთან ბრძოლით და უკრაინის ხან დასავლეთისკენ, თან აღმოსავლეთისკენ გადაბირებით კი არ არის დაკავებული, არამედ ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებზე მუშაობს“, – განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ არჩევნები უკრაინაში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარდა. ბოლო მონაცემების თანახმად, ბიულეტენების 48 % დამუშავების შედეგად პრემიერი იაცენიუკის „სახალხო ფრონტმა“ ხმების 21,62 %, „პეტრე პოროშენკოს ბლოკმა“ კი 21,47 % მიიღო